loader

“ბატონო პრემიერო! ქვეყანაში საბოტაჟია!.. ის, რაც ხდება სიღნაღსა და მცხეთაში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს!“ - ლალი მოროშკინა საგანგებო მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ბატონო პრემიერო! ქვეყანაში საბოტაჟია!.. ის, რაც ხდება სიღნაღსა და მცხეთაში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს!“ - ლალი მოროშკინა საგანგებო მიმართვას ავრცელებს

ლალი მოროშკინა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს:

“ბატონო პრემიერო! ქვეყანაში საბოტაჟია! მივმართავ საგადასახადო და შრომის ინსპექციას, ასევე, სურსათის უვნებლობის სააგენტოს! მორჩით ტერორს!

ის, რაც ხდება სიღნაღსა და მცხეთაში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს!

ამასთან დაკავშირებით დღეს გვექნება რადიო "იმედზე" და "ფეიბუქსტრიმზე" საგანგებო ეთერი! შევეცდებით ავსახოთ რეალური სიტუაცია და მოვძებნოთ გამოსავალი.“ - წერს მოროშკინა.

პრობლემის შესახებ პიარტექნოლოგი ჯერ კიდევ 2 ივნისს წერდა:

“უბრალოდ ამას ვერ გავატარებ! მივმართავ საგადასახადო სამსახურს! გუშინ სტუმრები მყავდა მცხეთაში. სუვენირების დახლები დაცარიელებული დამხვდა, ხოლო ხალხი ატირებული...

- რა გჭირთ? - ვიკითხე მე

- როგორც მტრების ურდო, ისე გვივარდება საგადასახადო და გვაწიოკებს. არადა, სეზონი ახლა დაიწყო. ორი წელია ისედაც სამარილეც კი არ გაყიდულა, ყველას პატარა ბავშვები და საბანკო ვალები გვაქვს - მიპასუხა ერთმა ქალბატონმა.

- გვაწიოკებენ და თითო ჭიქა ჭაჭაზე საბუთს ითხოვენ - ზლუქუნებდა თექვსეტიოდე წლის მოზარდი.

- აი, მოვა არჩევნები და ნახონ მერე! - აღმოხდა იქვე მდგომ მოხუცს.

ახლა მე თქვენ გეკითხებით, ვის ინტერესებშია ხალხის ასე დამცირება? მშვენივრად იცით, რომ იგივე ევროპაში, პოსტპანდემიურ პერიოდში ბევრ რამეზე დახუჭეს თვალი! რას ერჩით მცირე ბიზნესს, რას ერჩით უბრალო, მშრომელ ხალხს, ვინ არის დღეს პრემიერის მტერი?

საკითხავი, აი, ეს არის!“ - წერდა მოროშკინა.