გარდაიცვალა მომღერალი ლევან კბილაშვილი
გარდაიცვალა მომღერალი ლევან კბილაშვილი. ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი ინფორმაცია უცნობია.
ლევანი ფართო საზოგადოებამ წლების წინ, 2011 წელს სატელევიზიო მუსიკალური კონკურსიდან, "ჯეოსტარი" გაიცნო. მაშინ ლევანი მარიტა როხვაძესთან ერთად ფინალშიც გავიდა, თუმცა გამარჯვება მარიტას ხვდა წილად. ლევანი აქტიურად მონაწილეობდა როგორც ქართულ ასევე უცხოურ პროექტებში.