loader

უმძიმესი ვიდეო, რომელიც პირველად ქვეყნდება - როგორია ავღანეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ვიდეო, რომელიც პირველად ქვეყნდება - როგორია ავღანეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგები

ავღანეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მინიმუმ 920 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „თალიბანის“ ლიდერის მოადგილემ კატასტროფების მართვის საკითხებში, შარაფუდინ მუსლიმმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაშავდა კიდევ 600 ადამიანი.

ამასთან, „თალიბანის“ ლიდერმა, ჰიბათულა ახუნდზადამ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად ასობით სახლი დაინგრა და დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

მიწისძვრა სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე მოხდა, როდესაც ადამიანების უმრავლესობას ეძინა.

სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდა იყო.