loader

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ სათვალთვალო კამერებიდან მასალას“ - რა ბედი ეწია ძაღლს, რომელიც წყალდიდობის დროს თავის გადარჩენას ცდილობდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ სათვალთვალო კამერებიდან მასალას“ - რა ბედი ეწია ძაღლს, რომელიც წყალდიდობის დროს თავის გადარჩენას ცდილობდა?

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ სათვალთვალო კამერებიდან მასალას“ - რა ბედი ეწია ძაღლს, რომელიც წყალდიდობის დროს თავის გადარჩენას ცდილობდა?

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ჩვენი სამედიცინო დაწესებულების სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეომასალას.

ძაღლს, რომელიც სტიქიის დროს შველას ითხოვდა, თითქოსდა “ლაზიკა მედმა" კარი არ გაუღო, სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, ეს ძაღლი წლებია ,,ლაზიკა მედს" არის შეკედლებული და ჩვენი თანამშრომლები აპურებენ.

მას შემდეგ, რაც უხვი ნალექი მოვიდა და წყლის ნაკადმა მოიმატა, კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ უღებს კარს ძაღლს დარაჯი, რომ შენობაში შესულიყო. კადრებში ასევე კარგად ჩანს, რომ ძაღლის მიმართ ჩვენი დარაჯი მტრულად არ არის განწყობილი და მისთვის სტიქიის პერიოდში კარი არ დახურულა.

ასევე გავრცელდა, რომ ძაღლს კლინიკის ტერიტორიაზე დენმა დაარტყა და მოკვდა - არც ეს შეესაბამება სიმართლეს. ცნობისთვის, შენობაშიც ნიაღვარი შევარდა და დაიტბორა პირველი სართული.

მოვითხოვთ, შეწყდეს ,,ლაზიკა მედის" მედპერსონალის მიმართ უცენზურო და ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთება.“ - ავრცელებს კლინიკის ადმინისტრაცია.