loader

ცნობილია ბაგებში მოკლული ბიზნესმენის ვინაობა - საქმის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია ბაგებში მოკლული ბიზნესმენის ვინაობა - საქმის დეტალები

ბაგებში, ცოტა ხნის წინ ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს, რომელსაც "ტილიკას" მეტსახელით იცნობდნენ.

ბიზნესმენი ლევან კაჭარავა 53 წლის გახლდათ. მან წლების წინ, გიორგი რამიშვილთან ერთად დააფუძნა Silk Road Group, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. გარდა ამისა, კაჭარავას სახელი უკავშირდება ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია "მულტიპლექსს", რომელიც თავის მხრივ არაერთ ბიზნეს ფლობს.

ლევან კაჭარავა საქართველოში ფლობს თანამედროვე ტიპის ფიტნეს ქსელს და ასევე მისი კომპანიები მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტებში.