loader

ბაგებში მოკლული ბიზნესმენის დედის პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაგებში მოკლული ბიზნესმენის დედის პირველი კომენტარი

"ქილერმა მოკლა, დანაშული კი საზღვარგარეთ დაიგეგმა", - ამის შესახებ გუშინ ბაგებში მოკლული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას დედა აცხადებს.

ბაგებში, წყნეთის გზაზე, გუშინ ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს. ბიზნესმენის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.