loader

რას ამბობს ლევან კაჭარავას დეიდაშვილი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ვერსიაზე, რომელიც ნიკო კვარაცხელიას უკავშირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ლევან კაჭარავას დეიდაშვილი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ვერსიაზე, რომელიც ნიკო კვარაცხელიას უკავშირდება

"ნიკო კვარაცხელიას საქმესთან საერთოდ შეხება არ ჰქონია" - ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას დეიდაშვილმა სალომე კობალაძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

ბაგებში ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს. კერძოდ, როგორც AMBEBI.GE საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულები მკვლელობამდე სომხეთში გადასვლისას, სავარაუდოდ, სწორედ ლევან კაჭარავამ ("ტი­ლი­კა") დააფინანსა.

ლევან კაჭარავა ბაგებში, წყნეთის გზაზე, 24 ივნისს მოკლეს. ბიზნესმენის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.