30 წელი ლენონის გარეშე
ჯგუფ The Beatles-ის თაყვანისმცემლები 8 დეკემბერს ტრაგიკულ თარიღს - ჯონ ლენონის მკვლელობიდან 30-ე წლისთავს აღნიშნავენ. ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, მანჰეტენზე მდებარე მუსიკოსის სახლთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტურისტებმა შეკრება 7 დეკემბრიდან დაიწყეს.
1980 წელს ამ ადგილზე ლენონი ამერიკელმა მარკ ჩეპმენმა სასიკვდილოდ დაჭრა. ჯონ ლენონი მაშინ 40 წლის იყო. ჩეპმენი ამჟამად სამუდამო სასჯელს იხდის. ოცწლიანი პატიმრობის შემდეგ ჩეპმენმა მიიღო უფლება, გათავისუფლება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ითხოვოს, თუმცა ამაოდ. მან ექვსჯერ ითხოვა შეწყალება ლენონის ქვრივისგან და ექვსჯერვე უარი მიიღო.
1960-იანი წლების ბოლოს The Beatles-ის შექმნის შემდეგ მუსიკალურ კარიერაში ლენონის აღმასვლა დაიწყო. ის ასევე საზოგადოებრივი მოღვაწეობით აქტიურად იყო დაკავებული. ჟურნალმა Rolling Stone-მა ჯონ ლენონი თანამედროვეობის უდიდეს მომღერალთა სიაში შეიყვანა.
"ამბები.გე"