loader

რატომ გაუქმდა მეგი გოგიტიძის სოჭში დაგეგმილი კონცერტი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ გაუქმდა მეგი გოგიტიძის სოჭში დაგეგმილი კონცერტი?

სოჭ­ში, რეს­ტო­რან Ресторан Lucky Dze-ში და­გეგ­მი­ლი მეგი გო­გი­ტი­ძის კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა. ანონ­სი, რომ 29 ივ­ლისს ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი კონ­ცერტს გა­მარ­თავ­და, კვი­რა­ზე მე­ტია, რაც გო­გი­ტი­ძის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მად ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნი ლინ­კი აქ­ტი­უ­რი აღარ არის. ამ ეტაპ­ზე მოქ­მე­დია მოს­კო­ვის კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნი ლინ­კი. რო­გორც ჩანს, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის, გა­უქ­მდე­ბა თუ არა სა­ღა­მო რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში.

სოჭ­ში კონ­ცერ­ტის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კლუ­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან გა­და­ვა­მოწ­მეთ. ჩვენს კი­თხვა­ზე, გა­უქ­მდა თუ არა მეგი გო­გი­ტი­ძის კონ­ცერ­ტი სოჭ­ში, და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც კონ­ცერ­ტის გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზი ვკი­თხეთ და ავუხ­სე­ნით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ვწერ­დით, მათ ჩვენს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა აღარ ისურ­ვეს.

მოს­კოვ­სა და სოჭ­ში მეგი გო­გი­ტი­ძის კონ­ცერ­ტე­ბის ანონ­სის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მომ­ღერ­ლის ამ ნა­ბიჯს კრი­ტი­კუ­ლად შეხ­ვდა. ბა­თუმ­ში ერთ-ერ­თმა კლუბ­მა მომ­ღერ­ლის კონ­ცერ­ტი გა­ა­უქ­მა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კას მომ­ღე­რა­ლი აგ­რე­სი­უ­ლად შეხ­ვდა.

"ჩემს გა­უქ­მე­ბულ კონ­ცერტს სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს და­ვი­ვი­წყებ. ისე ქმნით ჩემ­გან გმირს, რომ ვერც იაზ­რებთ."

"წლე­ბია, რუ­სეთ­ში ვმოღ­ვა­წე­ობ, მრა­ვა­ლი კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რე... ჯობ­და ვამ­პი­რებს არ დამ­სგავ­სე­ბუ­ლი­ყა­ვით."

"მგო­ნი, კი­დევ ვერ იაზ­რებთ, რას და­ე­ტა­კეთ... დრო გაჩ­ვე­ნებთ თქვენ ნამ­დვილ მო­ღა­ლა­ტე­ებს და სა­მარ­ცხვი­ნო ადა­მი­ა­ნებს."

ეს ფრა­ზე­ბი მეგი გო­გი­ტი­ძემ იმ ქარ­თვე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით თქვა, რომ­ლებ­მაც მის მი­მართ კრი­ტი­კა არ და­ი­შუ­რეს.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, გო­გი­ტი­ძეს კონ­ცერ­ტი თა­ვად კლუბ­მა გა­უ­უქ­მა, რად­გან მომ­ღე­რალ­მა "მთა­ვარ არხთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ის პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ მღე­რო­და.

"პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი არ არის, მე­ო­რე კონ­ცერ­ტია 2022 წელს. არ მექ­მნე­ბა უხერ­ხუ­ლო­ბა, იმი­ტომ, რომ მე არ ვა­კე­თებ იმას, რაც მე უხერ­ხუ­ლო­ბას შე­მიქ­მნის. მე თუ იქ ჩავ­დი­ვარ, პი­რა­დად ჩემს თავს ვა­ყე­ნებ რის­კის ქვეშ. იმი­ტომ, რომ იქ მე რა­საც ვმღე­რი სცე­ნა­ზე, ეს არის დიდი რის­კი ამ წუ­თას იქ. შევ­წყვი­ტოთ ეს სა­უ­ბა­რი... ჰოდა, გა­მო­იკ­ვლი­ეთ, რას ვმღე­რი, მაგ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ვმღე­რი ზუს­ტად", - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ტი­ძემ.

რა გახ­და კონ­ცერ­ტის გა­უქ­მე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, გო­გი­ტი­ძე ჯერ­ჯე­რო­ბით გან­მარ­ტე­ბას არ აკე­თებს.

წყარო: ambebi.ge