loader

თქვენი პატარებისთვის შესაძლოა, ამ ტკბილეულს ყოველდღე ყიდულობთ, თუმცა მისი სახიფათო დანამატის შესახებ არაფერი იცით! - რას ამბობენ მოქალაქეები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თქვენი პატარებისთვის შესაძლოა, ამ ტკბილეულს ყოველდღე ყიდულობთ, თუმცა მისი სახიფათო დანამატის შესახებ არაფერი იცით! - რას ამბობენ მოქალაქეები?

საბავშვო ტკბილეულ „სკიტელში“ დნმ-ის შემცვლელი ქიმიური ნივთიერება იპოვეს.

ტკბილეულის მწარმოებელ კომპანია Mars-ს პროდუქტში ტიტანის დიოქსიდის დიდი ოდენობის გამოყენებისთვის მომხმარებელმა უჩივლა.

სარჩელის შემდეგ არაერთი კვლევა ჩატარდა და ევროკომისიამ ქიმიური ნაერთის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტომ კი ტიტანის დიოქსიდს სახიფათო დანამატი უწოდა.

ტიტანის დიოქსიდი არის ქიმიური ნაერთი, მიღებული ბუნებრივად წარმოქმნილი მინერალისგან, რომელიც გამოიყენება, როგორც ფერის დანამატი.

კომპანიის თქმით, დიოქსინის გამოყენება შესაბამისობაშია დაშვებულ დოზებთან. შესაბამისად, ბრალდებას არ იზიარებენ.

კომპანიას მსგავი პრობლემა 2016 წელსაც ჰქონდა. მაშინ Mars-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვეტდნენ ხელოვნური საღებავების გამოყენებას. თუმცა ასე არ მოხდა.

ტიტანის დიოქსიდი გამოიყენება საღეჭ რეზინსა და ზოგიერთ ნაყინში, ისევე, როგორც სხვადასხვა არასასურსათო ნივთში, მედიკამენტში, მზისგან დამცავი საშუალებასა და კოსმეტიკაში.