loader

“გარდაიცვალა კოვიდით გამოწვეული თრომბოზით...“ - თამარ ჩერგოლეიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გარდაიცვალა კოვიდით გამოწვეული თრომბოზით...“ - თამარ ჩერგოლეიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

“ბიძაჩემი გარდაიცვალა კოვიდით გამოწვეული თრომბოზით - კორნელი (კოკო) ჩერგოლეიშვილი.

ბებიაჩემი მასზე სულ განსაკუთრებით ზრუნავდა (მამაშენი თვითონაც მიხედავს თავსო - ხშირად მეუბნებოდა).

პირველი შვილი იყო.

ბებიაჩემი ეთნიკურად ოსი იყო, ბაბუაჩემი - ქართველი. ბაბუაჩემის მშობლებს მისი ეთნიკური წარმომავლობით უკმაყოფილება რომ შეატყო, შეურაცხყოფად მიიღო და ბაბუაჩემი მიატოვა - თავის დასთან წავიდა, სიმფეროპოლში, ბიძაჩემი იქ გააჩინა, თავის გვარზე დაწერა და დედამთილს შემოუთვალა - რძალი კი არა, შვილიშვილიც ოსი გყავსო.

ბაბუაჩემმა დაალაგა ამბავი, ბებიაჩემი დაიბრუნა, კოკო თავის გვარზე გადმოწერა და ერთად იცხოვრეს სიცოცხლის ბოლომდე - მაგრამ ბებიაჩემის განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტად კოკო ბოლომდე დარჩა.

ახლაც გვაქვს მისი დაბადების მოწმობა ოსური გვარით!

ოჯახური სიჯიუტის სიმბოლოდ ვინახავთ!

Rest in peace კოკო“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.