loader

"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - იაგო ხვიჩია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - იაგო ხვიჩია

"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ ამ შეხვედრებთან დაკავშირებით... ყველა შეხვედრას, რომელიც ევროინტეგრაციის ფორმატში იმართება, აქვს ერთი და იგივე დამახასიათებელი ნიშანი.

შეხვედრა იწყება "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა არანაკლებ ნახევარსაათიანი გამოსვლით, რომლის დროსაც დაისმება ერთი ისეთი საკითხი, როგორიცაა მაგალითად, ვიღაცის სადღაც არ დაშვება, ვიღაცის შეზღუდვა, ვიღაცის კრიტიკა, რასაც სხვების მხრიდან ერთსაათიანი დისკუსია მოყვება.

ყველა იქ მყოფი გამოთქვამს აზრს ამასთან დაკავშირებით. საათნახევარში ხალხი იღლება. შემდეგ შემოდის ერთ-ერთი სრულიად უმნიშვნელო საკითხი და თუ ვინმეს ენერგია შერჩა, იმ საკითხი გასვლის დროს ბოლომდე ეცლება ეს ენერგია. შემდეგ ეს შეხვედრა მთავრდება და იწყება ახალი შეხვედრა. ჯერჯერობით მთელი პროცესი ესაა. რაც ამ პროცესში თვალსაჩინოა, არის ის, რომ “ქართულ ოცნებას” უბრალოდ არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა.

ეს არის ერთგვარი პრელუდია იმისთვის, რომ მონაწილეებს ნერვები მოუშალონ და ნერვებმოშლილზე მოხდეს მათი რადიკალიზაცია. ამიტომ, ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ცოტა მსუბუქად, ირონიით შეხედონ ამ საკითხს მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ირონიული საკითხი. მაქსიმალურად დააკვირდნენ იმას, როგორ ცდილობს “ქართული ოცნება” არანაირი შეთანხმება არ შედგეს" - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.