ტომ ჰენკსი და სანდრა ბალოკი ოსკარის ნომინანტ დრამაში
”Extremely Loud & Incredibly Close” - ახალი ჰოლივუდური დრამა ვარსკვლავური შემადგენლობითა და ბესტსელერი ნოველის ადაპტირებული სცენარით. სიუჟეტი მოგვითხრობს 9 წლის ბიჭზე, რომელიც 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს მამას კარგავს. მისი ამაღელვებელი თავგადასავალი კი მას შემდეგ იწყება, რაც მამის გარდერობში გასაღებს აღმოაჩენს და გადაწყვეტს იპოვოს კარი, რომელსაც ეს გასაღები აღებს...
ფილმში მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობები სანდრა ბალოკი და ტომ ჰენკსი ასრულებენ. ახალი დრამა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე ”წლის საუკეთესო ფილმის” სტატუსისთვის იბრძოლებს.
ფილმში მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობები სანდრა ბალოკი და ტომ ჰენკსი ასრულებენ. ახალი დრამა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე ”წლის საუკეთესო ფილმის” სტატუსისთვის იბრძოლებს.