კადრები, რომელშიც ჩანს რომ ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა
ცნობილი რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას დიზაინერი იგორ გულიაევი ავრცელებს.
ალა პუგაჩოვას რუსეთში დაბრუნების შესახებ ცნობილი დღეს მას შემდეგ გახდა, რაც დიზაინერმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ გადმოდის მომღერალი საკუთარი მანქანიდან და გულიაევის მაღაზიაში შედის, რომელიც მოსკოვის ცენტრში მდებარეობს.
პუგაჩოვა ვიდეოში ამბობს, რომ ის უკვე საკმაო ხანია რუსეთში იმყოფება.