"როგორ ამეტირა" - ვრცელდება ემოციური ვიდეო, რომელშიც უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი ფიგურირებს
ვრცელდება ემოციური კადრები, რომლებშიც უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი დაზარალებულ ქალბატონს პირველად დახმარებას უწევს.
კადრებს სოციალურ ქსელში ზვიად არზიანი აქვეყნებს შემდეგი მინაწერით - "არ ვიცი, ვინაა ეს კარგი ადამიანი".
"აუ, დროშა... როგორ ამეტირა..."
"რა სასიამოვნოა დროშის ყურება..."
"სათანადოთ არ ფასდებიან ეს ვაჟკაცები თავიანთ სამშობლოში... არც ახსენებენ ისე მაინც ამ ბიჭებს... დიდება უკრაინას. დიდება გმირებს", - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.