loader

ვინ ცხოვრობს გოთუაზე, მე-10 სართულზე, რომლის სახლს სურათების გადასაღებად უამრავი ადამიანი სტუმრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ ცხოვრობს გოთუაზე, მე-10 სართულზე, რომლის სახლს სურათების გადასაღებად უამრავი ადამიანი სტუმრობს

42 წლის თამუნა ნასყიდაშვილს გოთუას ქუჩაზე, ამ მრავალსართულიან კორპუსში, თითქმის ყველა იცნობს. მისი პოპულარობის მთავარი მიზეზი კი ეს საოცარი აივანია.

თბილისის შუაგულში, მე-10 სართულზე, თამუნამ გასაოცარი მწვანე ეზო პირდაპირ აივანზე მოაწყო.

თამუნა პროფესიით პიარტექნოლოგია. ამბობს, რომ პროფესია დიდი ხნის წინ აირჩია, როცა ეს სფერო ჩვენში ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. პროფესიის არჩევა კი იმან განსაზღვრა, რომ ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ამ დარგის სპეციალისტისთვის კი ეს უმთავრესი თვისებაა. თუ თამუნას კარგად გაიცნობთ, მიხვდებით, რომ ადამიანებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

გვიყვება, რომ გოთუაზე საცხოვრებლად 5 წლის წინ გადავიდა და ეს ულამაზესი აივანი მხოლოდ 5 წლისაა.