"ეს ძალიან მაგარი სირცხვილია" - რა ვიდეო ვრცელდება ციხისძირიდან?
"გიყვართ ხო ციხისძირში ფოტოების გადაღება?! კეთილი ინებეთ და თქვენი ნაგავი მაინც არ დატოვოთ.
უკვე 20 წუთში ორი ტომარა ავავსე. ერთმა ქალმა დამინახა, რომ ვალაგებდი, დააპირა პოლიეთილენის პარკის აღება და ვითომ მისმა მაგარმა ტიპმა შვილმა დაუყვირა, დედა, შეეშვი მაგ ჭუჭყიან პარკსო.
ვერ წარმოიდგენთ, როგორ შევწუხდი, ამოვთხარე ეს პარკი ქვიშიდან და მათ თვალწინ ტომარაში ჩავაგდე, გრცხვენოდეთ, ადამიანებო!" - ამის შესახებ Beka the traveler სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.