ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ყველას ეხება და ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება - რა შეიცვლება მოქალაქეებისთვის
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო. არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლიდან 3 წლამდე შემცირდა.
გადაწყვეტილება 15 აგვისტოდან ამოქმედდა და ის ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.
სამომხმარებლო სესხი ფიზიკურ პირებზე გაიცემა ხელფასის, გზავნილების ან უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავლების დადასტურების საფუძველზე. მის მისაღებად ქონების უზრუნველყოფა, ანუ საკუთრების იპოთეკით დატვირთვა არ არის საჭირო. სამომხმარებლო სესხების საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, ვიდრე იპოთეკური სესხის.
როგორც ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ სირბილაძე ამბობს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილება მოქალაქეებს ძირეულ ცვლილებებს მოუტანს...