"ერთმა ქალმა დამინახა და დააპირა პოლიეთილენის პარკის აღება და ვითომ მისმა მაგარმა ტიპმა შვილმა დაუყვირა..." - რა კადრები ვრცელდება ციხისძირიდან
ციხისძირი ნარჩენებისგან დაასუფთავეს
"კეთილი ინებეთ და თქვენი ნაგავი მაინც არ დატოვოთ. უკვე 20 წთ-ში ორი ტომარა ავავსე. ერთმა ქალმა დამინახა, რომ ვალაგებდი, დააპირა პოლიეთილენის პარკის აღება და ვითომ მისმა მაგარმა ტიპმა შვილმა დაუყვირა, დედა, შეეშვი მაგ ჭუჭყიან პარკსო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ შევწუხდი, ამოვთხარე ეს პარკი ქვიშიდან და მათ თვალწინ ტომარაში ჩავაგდე. გრცხვენოდეთ, ადამიანებო" - წერს მოქალაქე და ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეო: 𝔹𝕖𝕜𝕒 𝕥𝕙𝕖 𝕋𝕣𝕒𝕧𝕖𝕝𝕖𝕣