"მკვლელი სუფრიდან გააგდეს... ეტყობა წინასწარ დაგეგმა, დანა გამოიტანა, მივიდა და დაარტყა" - რა მოხდა სოფელ გავაზში?
ყვარლის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სოფელ გავაზში თანასოფლელმა 45 წლის მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგაც სავარაუდო დამნაშავემ დავით ქიტესაშვილს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.
მომხდარის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ვიდეო: "მთავარი არხი"