loader

პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა

“უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი კი­ევ­ში ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლად არ და­შა­ვე­ბუ­ლა“, - მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ მის­მა პრესს­პი­კერ­მა სერ­ჰი ნი­კი­ფო­როვ­მა გა­ნა­ცხა­და.

პრესს­პი­კერს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რო­დის მოხ­და შემ­თხვე­ვა, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­და, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც პრე­ზი­დენ­ტი იჯდა, კერ­ძო ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა.

„პრე­ზი­დენ­ტი ექიმ­მა გა­სინ­ჯა, მას სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღ­მო­აჩ­ნდა“, - აღ­ნიშ­ნა პრესს­პი­კერ­მა.

მოგვიანებით ტელეგრამ-არხებზე ავარიის კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პრეზიდენტის მძღოლი მძიმედ არის დაშავებული.

“და, აი, კადრები ამ ღამით შემთხვევის ადგილიდან, სადაც ზელენსკი ავარიაში მოყვა.

ვიდეოში ჩანს, როგორ უწევენ ექიმები პირველად დახმარებას დაშავებულ მძღოლს. ამის შემდეგ სასწრაფო მოვიდა და წაიყვანეს.“ - წერენ ტელეგრამ-არხები.