loader

“წყევლა ადევს აზერბაიჯანს – დავითგარეჯას წყევლა!" - რას წერს ლელა კაკულია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“წყევლა ადევს აზერბაიჯანს – დავითგარეჯას წყევლა!" - რას წერს ლელა კაკულია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე?

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე წერილებს აქვეყნებს, რომელიც სხვადასხვა წლებში აქვს ნაწინასწარმეტყველები:

არც იფიქროთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომი დამთავრდა.

მეგობრებო, რაღა თქმა უნდა, ყველამ იცით, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა კვლავ გამწვავდა.

მართალია, მხარეები თითქოს შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ რეალურად ვითარება კვლავ უკიდურესად მწვავეა.

მსოფლიო პოლიტიკა უფრო და უფრო დაიძაბება. ათობით წლის წინ მაქვს ნაწინასწარმეტყველები, რა მოხდებოდა მსოფლიოში და ეს პერიოდიც დადგა. რუსეთის აქტიურობა ნელ–ნელა კარგავს ძალას გლობალურ პოლიტიკაში, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო უპირისპირდება პუტინს. ამერიკა უკან დახევას არ აპირებს, პირიქით, თუ დასჭირდა, ომსაც კი მოუწყობს რუსეთს. ანუ, თუ დასჭირდა, დაარტყამს და ატომურ ბომბსაც კი აუფეთქებს. დიახ, ყველაფერი აქამდეა მისული.

რაც შეეხება რუსულ პოლიტიკას კავკასიაში, მის ბოლომდე გატარებას პუტინი ვერ შეძლებს. საქართველო დააჩოქოს და ისეთი დარტყმა, ზიანი მიაყენოს, რომ გაგვაქროს — ეს გამორიცხულია. რუსი უფრო გაქრება, ვიდრე ქართველი. ამინ!

რაც შეეხება აზერბაიჯანისა და სომხეთის მორიგებას — არც იფიქროთ, ყარაბაღის თემა დახურული არ არის.

ქალაქი შუშა, რომელიც სომხეთს ეკუთვნოდა, რუსეთმა უტიფრად ჩამოართვა და გადასცა აზერბაიჯანს. ეს არის ძალადობა. რუსეთმა ფაქტობრივად მოტყუებული დატოვა სომხეთი. ამიტომ ერევანს თავისი გეგმა აქვს მომავალში და ისეთ დროს დაარტყამს და ატეხს ერთ ამბავს, როცა ყველა ფიქრობს, რომ არაფერი არ იქნება. არადა, სწორედ მაშინ იქნება ყველაფერი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყარაბაღის ომი არ დამთავრებულა.

თურქეთს თავისი პრობლემები აქვს — ძალიან გაუჭირდება. ნატო სილას გააწნავს თურქეთს და მთელ თურქულ პოლიტიკას ყურაზე დააყენებს.

რაც შეეხება ირანს, ის თავშიც თამაშობდა, ახლაც თამაშობს და მომავალშიც ითამაშებს. ირანი ბირთვული იარაღის წარმოებას განაგრძობს და ამის შეწყვეტა შეუძლია მხოლოდ ამერიკას, რომელიც ჰუმანური პოლიტიკის გატარებას სულაც არ ფიქრობს — პირდაპირ დაარტყამს ირანს. ეს წარსულში მაქვს ნაწინასწარმეტყველები და ახლაც იგივეს ვხედავ. ამაში ჩაერთვება ისრაელიც ( ესეც ნაწინასწარმეტყველები მაქვს) და ეს ყოველივე დამთავრდება ამერიკული პოლიტიკის გამარჯვებით.

ვხედავ, როგორ ნადგურდება ირანის „ბირთვული პროგრამა“, მთლიანად წაიშლება. ვხედავ, ირანი ურთულეს პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩავარდება, ამერიკა კი გამარჯვების დროშას აფრიალებს.

სხვათა შორის, ვხედავ, ამერიკის ახალი პრეზიდენტი დაუბრუნდება ირანის ბირთვულ შეთანხმებას და ეს საჭიროცაა.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის იმდენად მძიმე საუბრები იქნება, რომ ირანი შეთანხმებაში დაბრუნების პირობებზე ლაპარაკს ვერც გაბედავს. „ჯერ შენ დაბრუნდი შეთანხმებაში და მე მერე შევწყვეტ ბირთვულ პროგრამას“ — ეს წავიდა, წარსულში დარჩა.

ბაიდენი მოქმდებს უხეშად, მაგრამ ასეა საჭირო.

საქართველოს აუსრულდება ყველაფერი, რაც ნათქვამი მაქვს — ნატოში შესვლა იქნება ეს თუ სხვა დიდი ცვლილებები. იქნება ბევრი ცვლილება სიკეთისკენ. მოდის „გიორგი ბრწყინვალე“, მოდიან „მეცნიერები“.

ამწუთას ვხედავ: ირანი აუცილებლად დაარტყამს აზებაიჯანს (ისე ირანს ნუ ჰგონია, რომ რუსეთი მისი დიდი მეგობარია. მაგალითი ცხვირწინ აქვს — სომხეთის სახით) და აზერბაიჯანი რას მიაღწევს? — ვერაფერს! ამიტომ ბაქოს ყველა ქმედება აბსოლუტურად ფუჭია.

აბრეშუმის გზა იყო და არის საქართველო და ამას გვერდს ვერავინ აუვლის. ეს არის გზა, რომელიც ირანისთვისაც მისაღებია, სომხეთისთვისაც და აზებაიჯანი ამ ბრძოლას წააგებს. თან წინ კიდევ ყარაბაღის ომი ელის.

წყევლა ადევს აზერბაიჯანს – დავითგარეჯას წყევლა! ამ წყევლას ვერც აზერბაიჯანი გაექცევა, ვერც თურქეთი, ვერც რუსეთი და ვერც ვერავინ.

მე საქართველოს კავკასიის მარგალიტი დავარქვი და იცოდეთ, რომ საქართველო მართლაც მარგალიტია. კი უნდათ სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც მისი ადგილის დაკავება გეოპოლიტიკური კუთხით, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ან რანაირად? შავი ზღვა სომხეთისა კი არ არის, საქართველოსია. სომხებს კი აფხაზეთიდან რომ გამოყრიან – მაგასაც მოვესწრებით.

ვხედავ, იქ აფხაზები ხომ აღარ ცხოვრობენ, მაგრამ უკვე აფსუებიც აღარ არიან. თანაც უკვე ძალიან ბევრი იხრება საქართველოსკენ.

წყალდიდობებს ვხედავ აფხაზეთში — პირდაპირ ვუყურებ, როგორაა ყველაფერი ამოყირავებული. მაგრამ მალე ყველაფერი თანდათანობით დაეწყობა და დალაგდება.

ქართულ პოლიტიკას დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკისა და ევროპისგან და ჩვენი ქვეყნის დაცემა — ეს გამორიცხულია!

მინდა აღვნიშნო, რომ წიგნი, რომელსაც ახლა ვამზადებ გამოსაცემად – ქართველის წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ლოცვები და მიმართვები — ეს არის ენერგია, რომელსაც ახლა ერთად ვკრებ, ვაერთიანებ და ეს ისეთი კოლოსალური ძალაა, რომელსაც რუსეთი კი არა, მსოფლიო ვერ გაუძლებს.

აი ამიტომაც არ უნდა ეშინოდეს ჩემს ხალხს!!!

ნუ გეშინიათ! ყველაფერი ჩაივლის ცუდი ზღპარივით და საქართველო მყარად დადგება ფეხზე. ჩვენი ქვეყანა ისეთ ადგილს დაიკავებს, როგორიც არასდროს დაუკავებია მთელი თავისი არსებობის განმავლობაში.

და ისევ ვხედავ კავკასიონზე მეომრებს, მესმის ხმლების ჟღარუნი, რომელიც ქართველთა გამარჯვებას გვამცნობს.

და კავკასია — ეს არის საქართველო!“ - ნათქვამი ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებაში.