loader

სროლა სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში - გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ამოიცნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლა სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში - გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ამოიცნეს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სტამ­ბოლ­ში, სა­რი­ი­ერ­ში, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ Vadi Istanbul-ის რეს­ტო­რან­ში ორ ჯგუფს შო­რის და­წყე­ბუ­ლი კა­მა­თი ორ­მხრი­ვი სრო­ლით დას­რულ­და. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში, რის შე­დე­გა­დაც 6 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. სრო­ლის შე­დე­გად 8 ტყვი­ით მძი­მედ და­იჭ­რა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე რა­კიფ ალი­ე­ვი და 3 ტყვი­ით - მეხრაჯ კა­რი­მო­ვი. დაჭ­რილ­თა შო­რი­საა ირა­ნის მო­ქა­ლაქე საით ალი­რე­ზა და ად­გი­ლობ­რი­ვი კუ­ლამ იბ­რა­გიმო­ვი, რო­მელ­საც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გაქ­ცე­ვის დროს ფეხ­ში მოხ­ვდა ტყვია. დაჭ­რი­ლე­ბი მიმ­დე­ბა­რე კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და იქ აგ­რძე­ლე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას. ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა დღემ­დე მძი­მეა.

რო­გორც ambebi.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, სუფ­რა­ზე მსხდომ­თა შო­რის ორი ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი - ვატო ყი­ფი­ა­ნი და ნო­დარ დო­ბორჯგი­ნი­ძე ("დობო") ამო­იც­ნეს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტი ქარ­თვე­ლებ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს შო­რის გა­სულ წელს თბი­ლის­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც წყა­რო გვიყ­ვე­ბა, ვატო ყი­ფი­ა­ნი არა­ფერ შუ­ა­ში იყო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ნო­დარ დო­ბორჯგი­ნი­ძეს და­ესხნენ თავს, რო­მელ­მაც გა­სულ წელს თბი­ლი­სის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში გავ­ლე­ნი­ა­ნ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლს სცემა. გაგრძელება იხილეთ ambebi.ge