loader

სკანდალური ამბავი, რომელიც ჰოლივუდის ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა ეს საქართველოში ხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური ამბავი, რომელიც ჰოლივუდის ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა ეს საქართველოში ხდება

რამდენიმე ოჯახის დაბულინგების შემდეგ, რომელთაც 3 წელია ებრძვის, ჩემ ოჯახზე გადმოინაცვლა და ჩემი მოკვლით ემუქრება დედას. პოლიცია საქმის კურსშია, მაგრამ არაფერი ქმედითი. აგრძელებს ჩვენს თვალთვალს და მიყურადებას, რაც ერთგვარი ფსიქოლოგიური ტერორია პირადად ჩემთვის.

თავს საშინლად დაუცველად ვგრძნობ! მგონია, ოდნავ რომ შებინდდება, ვიღაც რომელიმე კუთხეში გამომჭრის ყელს, ასე მგონია ვიღაც უნდა შემოგვივარდეს. კოშმარულ სიზმარში ვარ, დაუცველობის შეგრძნება მაქვს!

ეს 15 წლის გოგოს შეტყობინებაა, რომელმაც პირველად, რამდენიმე თვიანი სტრესის შემდეგ დუმილი პალიტრა ვიდეოსთან დაარღვია.

შეტყობინების წაკითხვისთანავე, ჩვენ მას დავუკავშრდით და გოგო პირობითი სახელით ანა, ისტორიის სრულ ვერსიას გვიყვება.

ჰოლივუდის ფილმის სცენარს ძალიან გავს, თუმცა ქალაქ ქუთაისში, ჰაკერი ან ჰაკერთა ჯგუფი არასრულწლოვანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. მისი უსაფრთხოების მიზნით, სახეს და ვინაობას არ ვამჟრავნებთ.

ათვლის თარიღი 2022 წლის აგვისტოა.

ანამ სოციალურ ქსელში ოჯახის წევრის უცნაური აქტივობა შენიშნა რაც არსებული გარემოებების გათვალისწით წარმოუდგენელი იყო.

პირველი კომუნიკაცია ანას დედასთან შედგა, სადაც ჰაკერი შვილის გაუპატიურებით ემუქრებოდა, შემდეგ იყო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, და ბრძანება არაფერი დაწერო. ფინანსურ შანტაჟსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა როგორც ანა გვიყვება, მისი აზრით მთავარი მიზანი ეს სულაც არაა.

ოჯახს უსაფრთხოების მიზნით, სახლში კამერები აქვს, კიბერ შეტევის პირველი გაჩერებაც სწორედ ეს იყო, ანას ტელეფონზე მოსდის შეტყობინება.