“18 საათი ვიდექით ფეხზე... ნამდვილი ჯოჯოხეთი ხდება“ - ექსკლუზიური კადრები ლარსიდან, სადაც რუსეთიდან შემომსვლელებისთვის ჰუმანიტარული პუნქტია გახსნილი
რუსეთის მოქალაქეების ნაწილის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრამდე მოსასვლელად რამდენიმე კილომეტრი ფეხით და ველოსიპედით გამოიარეს ლარსის სასაზღვრო გამშვებ-პუნქტთან კვლავ რუსეთის მოქალაქეების სიმრავლეა. მათი ინფორმაციით, რამდენიმე კილომეტრი ფეხით და ველოსიპედებით გამოიარეს, რათა საქართველოს საზღვრამდე მოსულიყვნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მოწყობილია ჰუმანიტარული პუნქტი, სადაც რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებს საკვებს, წყალს და პირველადი საჭიროების ნივთებს უფასოდ აძლევენ. რუსეთის მოქალაქეების მტკიცებით, აღნიშნული პუნქტი თავად "საქართველოში მცხოვრები რუსების მოწყობილია“.