loader

"არავის უნდა მკვლელი გახდეს" - რას ამბობენ რუსები, რომლებიც დიდუბის ავტოსადგურზე ეს-ესაა ჩამოვიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არავის უნდა მკვლელი გახდეს" - რას ამბობენ რუსები, რომლებიც დიდუბის ავტოსადგურზე ეს-ესაა ჩამოვიდნენ

ციხე ან ომი, 21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსები არჩევანის წინაშე დააყენა. ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციაა, სწორედ ეს აღმოჩნდა განგაშის სიგნალი იმ უამრავი რუსისთვის, ვინც მესამე ყველაზე კომფორტული გამოსავალი იპოვა. სწორედ ამიტომ რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვართან მუდმივი რიგია.

ლარსის გამშვები პუნქტიდან თბილისამდე ნებისმიერი ტრანსპორტი მისაღებია, მოდიან მანქანებით სამარშრუტო ტაქსებითა და ფეხით, რადგან მათთვის დიქტატორისგან თავის დასაღწევად ყველა გზა გამართლებულია.

ჩრდილოეთ ოსეთის მიმართულებით მოძრავი მძღოლების თქმით ტაქსებზე მოთხოვნა გაიზარდა, ფასიც გაორმაგდა. ლარსიდან ჩამოსული ტრანსპორტის გაჩერების ბოლო წერტილი თბილისში დიდუბის ავტოსადგურია. სადაც წინა თვეებთან შედარებით, რუსების გაზრდილი რაოდენობა თვალშისაცემია.