loader

(18+)“ყველგან მკვდრებია... ეს ჯოჯოხეთია“ - საზარელი კადრები ზაპოროჟიედან, სადაც რუსულმა ძალებმა სამოქალაქო კოლონა დაბომბეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(18+)“ყველგან მკვდრებია... ეს ჯოჯოხეთია“ - საზარელი კადრები ზაპოროჟიედან, სადაც რუსულმა ძალებმა სამოქალაქო კოლონა დაბომბეს

დღეს დილით რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონას რაკეტები ესროლეს, - ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს.

„ადამიანები რიგში იდგნენ, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, რათა ახლობლები წამოეყვანათ და დახმარება მიეტანათ“, - წერს ის.

ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა კი განაცხადა, რომ დაშავებულებს შორის მელიტოპოლის მცხოვრებლებიც არიან.

„ჯერჯერობით შეუძლებელია დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვის დათვლა“, - წერს ფედოროვი „ტელეგრამზე“.