“პუტინის ამაღელვებელმა გამოსვლამ კადიროვი “აატირა“ - რა ვიდეოს ავრცელებს უკრაინული მედია?
ვლადიმერ პუტინმა საგანგებოდ გამართულ ღონისძიებაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების დოკუმენტებს მოაწერა ხელი.
ღონისძიებას რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, დუმის დეპუტატები და პუტინთან დაახლოებული პოლიტიკური ფიურები ესწრებოდნენ.
მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ჩეჩნეთის მმართველმა რამზან კადიროვმა.
უკრაინულ მედიაში ვრცელდება კადიროვის რამდენიმე წამიანი ვიდეო, სადაც ის მაღლა უყურება.
“თავისი გამოსვლით პუტინმა ცხვარი ცრემლებამდე მიიყვანა...
“ხ*ილოს ამაღელვებელმა გამოსვლამ კადიროვი აატირა“ - წერენ უკრაინული მედია საშუალებები.