loader

"ვიყავი ძალიან მძიმე დეპრესიაში, მყავდა ფსიქიატრი და ვიყავი ანტიდეპრესანტებზე" - ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიყავი ძალიან მძიმე დეპრესიაში, მყავდა ფსიქიატრი და ვიყავი ანტიდეპრესანტებზე" - ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს

მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი, რომელიც ამე­რი­კი­დან ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"მოკლედ მეგობრებო ამ ბოლო ვიდეოებზე უამრავი კომენტარი მომდის თუ როგორ გავსუქებულვარ... კუპატი, უი, უი როგორ გასუქებულა და ასე შემდეგ კომენტარები. ზოგიც ამერიკულ "ფასტ ფუდს" მაბრალებს და ა.შ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ალბათ, ერთი წისქვილის ქვა არ მობრუნდა ჩემს კისერზე, თორემ დანარჩენი ყველაფერი მოხდა. ვიყავი ძალიან მძიმე დეპრესიაში, რაც რა თქმა უნდა თქვენთვის არ მიგრძნობინებია.

მყავდა ფსიქიატრი და ვიყავი ანტიდეპრესანტებზე გარკვეული პერიოდი. სტრესის ფონზე დამემართა ჩიყვი. ანუ ფარისებრის პრობლემა, რამაც გამოიწვია ჩემი წონაში სერიოზულად მომატება. პლიუს ინსულინის რეზისტენცია სისხლში. დავიწყე მკურნალობა და იმედია, ისევ მალე ჩავდგები ფორმაში. დიდი მადლობა, რომ მგულშემატკივრობთ. პ.ს ზედმეტი კილოგრამებითაც შეიძლება ადამიანი ლამაზი და კარგი იყოს. ჩემი მხარდაჭერა პუტკუნებს!" - წერს შერმადინი.