loader

"ვიდეოს გადაღება და ტელეფონი არაფერ შუაში არ იყო" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ქალი, რომელიც მანქანას მართავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიდეოს გადაღება და ტელეფონი არაფერ შუაში არ იყო" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ქალი, რომელიც მანქანას მართავდა

30 სექ­ტემ­ბერს, ზუგ­დიდ­ში, სო­ფელ კორ­ცხელ­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი ხეს შე­ე­ჯა­ხა. მას ცირა ლუ­კა­ვა მარ­თავ­და და მან­ქა­ნა­ში ასე­ვე იყო ცი­რას ორი შვი­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ყვე­ლა უვ­ნებ­ლად გა­და­ურ­ჩა.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ცირა ლუ­კა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"მადლობა უფალს, რომ არ გაგვწირა, დაგვიცვა და დაგვიფარა იმ საფრთხისგან, რომლისგან არცერთი არ ვართ დაზღვეული. მადლობა, ღვთისმშობელო, რომ გადააფარე ჩემს შვილებს თქვენი კალთა, დაიცავით იმ უბედურებისგან, რომელიც ელოდათ და მე დღეს ყველაზე ბედნიერი დედა ვარ მსოფლიოში. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვედექით და ჩვენი ეს სასწაულებრივად ფაქტიურად მეორედ დაბადებამ ასე გაგახარათ. მადლობა, ჩემო მეგობრებო, ყველას სათითაოდ ამდენი ზარებისთვის და სმსბისთვის. ძალიან ბევრი მესიჯია და ამჯერად აქ გიპასუხებთ სულ ყველას. ღვთის წყალობით კარგად ვართ და არ ინერვიულოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას და გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ, მე თქვენ მაძლიერებთ.

ზოგ-ზოგიერთების გასაგონად მინდა ვთქვა, არანაირი ვიდეოს გადაღება და ტელეფონი არაფერ შუაში არ იყო. ვინც იცის ჩემი გრაფიკი, იციან, რომ ძალიან გადაღლილი ვარ და გავითიშე, ჩემდა სამწუხაროდ. არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული, ასე რომ, რაც არ ვიცით, მას ნუ განვიკითხავთ", - წერს ცირა ლუკავა სოციალურ ქსელში.