loader

"ვიღაცა ყლ**ბი შემოჰყავს, ვაკოს არ ათამაშებს... ხელოვნურად მიდის... ეს კობი, ხიზანა, იაშკა" - შსს-მ სკანდალური აუდიოჩანაწერების შესახებ გამოძიება დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიღაცა ყლ**ბი შემოჰყავს, ვაკოს არ ათამაშებს... ხელოვნურად მიდის... ეს კობი, ხიზანა, იაშკა" - შსს-მ სკანდალური აუდიოჩანაწერების შესახებ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისოდ ძებნილი ნოდარ ნიშნიანიძის მხრიდან ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდო მუქარის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს ეხებოდა, გამოძიება დაიწყო.

წარსულში ნასამართლევი პირის - ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.