"ამ წუთამდე არაფერს ვწერდი..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში?
"ამ წუთამდე არაფერს ვწერდი. 10 დღე რეანიმაციაში ვიყავით ტყუპები", - ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ირინა სარიშვილი მადლობას უხდის ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის თანამშრომლებს და ადამიანებს, რომლებიც გვერდით დაუდგნენ.
"ამ წუთამდე არაფერს ვწერდი. 10 დღე რეანიმაციაში ვიყავით ტყუპები.
დღეს გამოვედით. უკვე შინ ვართ, ყველაფერი კარგადაა.
მადლობა ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას, რეანიმაციის განყოფილების ყველა თანამშრომელს!
მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა!" - წერს ყოფილი დეპუტატი.