შსს "ორ ნაბიჯში" მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საპატრულო პოლიციამ "ორ ნაბიჯში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქეა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ "ორი ნაბიჯის" ერთ-ერთ მაღაზიაში, სავარაუდოდ, უცხოელი კაცი თავს დაესხა მაღაზიის თანამშრომლებს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მიიჩნია, რომ მას არასწორად დაუანგარიშეს თანხა და ამის გამო მან მაღაზიის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.