ინფორმაცია მათთვის, ვისაც ამერიკაში წასვლა სურს - დღეს "მწვანე ბარათის" პროგრამაში რეგისტრაცია იწყება! ყველაფერი, რაც მონაწილეობისთვის უნდა იცოდეთ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო "მწვანე ბარათის" რეგისტრაციისა და მონაწილეობისთვის აუცილებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"რეგისტრაცია იწყება 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე.
რეგისტრაცია დასრულდება 8 ნოემბერს, 20:00 საათზე.
რეგისტრაცია იყო და არის უფასო.
რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აქ: dvprogram.state.gov
თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.
რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.
სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.
შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.
მონაწილეობამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას: https://ge.usembassy.gov/.../immigrant.../diversity-visa-ka/" - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.