კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას საქმეზე დუმილი დაარღვიეს - რა წერია ჩვენებაში?
კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას საქმეზე დუმილი გამომძიებლების წინაშე დაარღვიეს - ჩვენება "რუსთავი 2"-მა მოიპოვა.
სასტიკ დანაშაულთან კავშირს უარყოფენ, თუმცა დათა და გუგა კაკულიები 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ერთ-ერთ მკვლელთან, გიორგი კავილაძესთან მეგობრობას ადასტურებენ.