“გაგიჟდნენ ქალები!“ - უახლესი კადრები ირანიდან, სადაც პროტესტი ყოველწამიერად უფრო მასშტაბური ხდება
“გაგიჟდნენ ირანელი ქალები!“ - ამის შესახებ ამირან სალუქვაძე წერს და ირანში მიმდინარე პროცესების ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებს.
ირანში არეულობა 2022 წლის 13 სექტემბერს მომხდარი უმძიმესი ფაქტის შემდეგ დაიწყო. ე.წ. მორალის პოლიციამ ქუჩაში 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა და სკოლაში გადაიყვანა. რამდენიმე საათში ახალგაზრდა გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა.
ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რომ მაჰსა სასტიკად იყო ნაცემი და სიკვდილის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ფაქტმა მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანა. ქალები დემონსტრაციულად იხსნიან ჰიჯაბებს და იჭრიან თმას. პროსტეტი რამდენიმე ქალაქში მძიმე პროცესებში გადაიზარდა, პოლიციის ნაწილი დემონსტრანტებს შეუერთდა კიდეც.
საპროტესტო გამოსვლები ამ დრომდე გრძელდება. ქალები და მათთან ერთად ქუჩაში გამოსული მამაკაცების ნაწილი ხელისუფლებას არ ემორჩილებიან და მმართველობის შეცვლას მოითხოვენ. პროცესი დღითი დღე უკონტროლო ხდება.