loader

Huawei-ს 3500 სმარტფონით აგებული გიგანტური პეგასი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Huawei-ს 3500 სმარტფონით აგებული გიგანტური პეგასი

ბარსელონაში, გამოფენაზე Mobile World Congress უზარმაზარი ფრთოსანი რაში გამოჩნდა - მითიური პეგასი. ამ წარმოუდგენელი, მაგრამ ლამაზად შესრულებული იდეის ავტორია კომპანია Huawei, რომელმაც 3,5 ათასი საფირმო სმარტფონი გამოყო მის განსახორციელებლად.

სკულპტურის  კარკასის აწყობაზე 600 მეტრზე მეტი მავთული დაიხარჯა, რომლებზეც სმარტფონებისთვის სამაგრები იყო დაფიქსირებული. “რაშის” სიმაღლე 5,7 მ, ფრთების ზომები 4,8 მ. უნიკალური ქანდაკების შექმნასა და აწყობაზე საერთო ჯამში 720 ადამიან-საათი დაიხარჯა.

რაც შეეხება პეგასის შემადგენელ Huawei-ს 3500 სმარტფონს, ჩინელმა მწარმოებელმა უახლესი მოდელი Ascend D Quad არ დაიშურა, რომელსაც კომპანია "მსოფლიოში ყველაზე სწრაფს" უწოდებს.

ხელოვნების ამ ტექნო-ნიმუშის მომავალი ბედი უცნობია, ალბათ, MWC 2012-ის დასრულების შემდგომ პეგასი Huawei-ს შტაბ-ბინაში გადაინაცვლებს.

aqualung.ge