loader

“საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემს ოჯახზე! ძაღლიანი ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა 6 თვის ბავშვს!“ - ვრცელდება ფაქტის ამსახველი უმძიმესი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემს ოჯახზე! ძაღლიანი ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა 6 თვის ბავშვს!“ - ვრცელდება ფაქტის ამსახველი უმძიმესი კადრები

გიორგი გასვიანი “ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, ძაღლის გამო გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ კაფეში მყოფ ქალბატონს, საჯაროდ ეხმაურება და მძიმე ფაქტის შესახებ წერს:

“ჩემზე და ჩემს მეუღლეზე აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია ვრცელდება და თქვენი გვერდი გადაუმოწმებლად ავრცელებს ამ ინფორმაციას! დამაკავშირეთ გვერდის ადმინთან...

საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ასევე, 6 თვის ჩვილზე, რომელსაც ძაღლიანი ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა 6 თვის ბავშვს! არსებობს ვიდეომტკიცებულებები და უტყუარი ფაქტები. მიმდინარეობს გამოძიება ძალადობის მუხლით (126) და სასამართლო პროცესები! ნუ უსწრებთ მოვლენებს წინ! არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო მოვთხოვთ პასუხს ყველა გვერდს! განცხადებასაც გავაკეთებთ!“ - აღნიშნავს გასვიანი.

მოგვიანებით უმძიმესი ფაქტის ამსახველი კადრები ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ თავდასხმა მართლაც მოხდა, გიორგი გასვიანის ცოლს კი ამ დროს ხელში ჩვილი უჭირავს.

“ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ კაფეში მყოფ მარტოხელა დედას, იმიტომ, რომ ის შესული იყო ძაღლით. მოითხოვდნენ ცხოველის მოშორებას, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ამას შეეწინააღმდეგა პატრონი და მიაყენეს მორალური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც აღელვებული ქალი მიიყვანეს თვითმკვლელობის მცდელობამდე და აღმოჩნდა საავადმყოფოში. ამის დამადასტურებელი ცნობა არსებობს. ხვალ იმართება სასამართლო პროცესი, რასაც გვერდი აქტიურად მივადევნებთ თვალს.“ - გაავრცელა “ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტმა“.