"რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს?" - კახა კალაძის ემოციები ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას
რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, ამ კითხვას, პირველ რიგში, გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც კალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას აღნიშნა, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ.