loader

53-ე სკოლის დირექტორმა, მიხეილ ალექსიძის გარიცხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

53-ე სკოლის დირექტორმა, მიხეილ ალექსიძის გარიცხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

53-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, ტარას შავშიშვილმა სკოლიდან მიხეილ ალექსიძის გარიცხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც  დირექტორმა განაცხადა, სკოლა არა არის ქუჩური გარჩევების ადგილი და წარსული აღარასოდეს დაბრუნდება.

როგორც შავშიშვილმა განაცხადა, მოსწავლე მიხეილ ალექსიძემ უხეშად დაარღვია სკოლის შინაგანაწესი, რის გამოც სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

სკოლის დირექტორის განცხადებით, მიხეილ ალექსიძის მიმართ რაიმე პირადი პრობლემა არ აქვს და ამას ადასტურებს ის, რომ სკოლაში სწავლობს მიხეილ ალექსიძის ძმა, ზაზა ალექსიძე, რომელიც მერვე კლასელია.

შავშიშვილი ასევე უარყოფს,  მიხეილ ალექსიძის დედის, ლალი ლეკიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სკოლის დირექცია ზეწოლას მის მეორე შვილზე, ზაზა ალექსიძეზეც ახდენს. დირექტორის განცხადებით, ზაზა ალექსიძეს რაიმე დისკომფორტი რომ ჰქონდეს, მას სხვა სკოლაში გადაიყვანდნენ ან სკოლიდან გაიყვანდნენ.

მიხეილ ალექსიძე 53-ე სკოლიდან 2011 წლის ოქტომბერში გარიცხეს. საქმე ეხება სკოლაში მომხდარ ინციდენტს, რის გამოც სკოლის დირექტორმა, ტარას შავშიშვილმა პოლიციაში განაცხადა. დირექტორი მოსწავლეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი განცხადების საფუძველზე საქმეზე გამოძიება დაიწყო და ალექსიძე დაიკითხა.

პრეზიდენტმა 53-ე სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს ხულიგანი უწოდა
"ხულიგნად" წოდებული მოზარდი _დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა უდანაშაულობის პრეზუმფცია