პირველი კადრები სასტუმროდან, სადაც მამაკაცმა ხელყუმბარა ააფეთქა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სასტუმრო “ლუქსში” მამაკაცმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით თავის აფეთქება სცადა. არსებული ინფორმაციით, მან სასტუმროს ნომერი დაიქირავა, სადაც სავარაუდოდ, ხელყუმბარა ააფეთქა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.
ვიდეო: "ტვ პირველი"