loader

"შემოვიდა რატიანი და მითხრა: თქვი, რომ იწექი პაციენტთანო..." - ლევან რატიანი სკანდალში გაეხვია, რას ჰყვება ექთანი, რომელმაც ექიმს სასამართლოში დავა მოუგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემოვიდა რატიანი და მითხრა: თქვი, რომ იწექი პაციენტთანო..." - ლევან რატიანი სკანდალში გაეხვია, რას ჰყვება ექთანი, რომელმაც ექიმს სასამართლოში დავა მოუგო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი სკანდალში გაეხვია. ამავე კლინიკის ექთანმა ნინო კვაჭაძემ რატიანს საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო. როგორც კვაჭაძე ამბობს, ის ამ კლინიკაში 30 წელია, რაც მუშაობს და ამ წლების განმავლობაში მას შენიშვნაც კი არ მიუღია. ამბობს, რომ დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებდა. მასსა და რატიანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად დაიძაბა. როგორც ექთანი ამბობს, 2022 წლის ივნისში კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ის სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა, რადგან გაზრდილ ხელფასს და უკეთეს შრომის პირობებს ითხოვდა. ნინო კვაჭაძე ამბობს, რომ კლინიკაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები ყოველდღიურად ირღვეოდა, რასაც ექთანი მუდმივად აპროტესტებდა.

„ვითხოვდი ხელფასის მომატებას, რადგან ექთნის ხელფასი შეადგენს 400-450 ლარს. ამ ხელფასით ცხოვრება შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ ჩვენ ამ ხელფასით ოჯახებს ვარჩენთ. კარდიო-ინტენსიურ განყოფილებაში ვმუშაობ. ერთ ექთანს უნდა ჰყავდეს 3-4 პაციენტი, ჩვენ კი ვემსახურებით 14- მდე პაციენტს. ხელფასის მომატებასთან ერთად ვითხოვ პირობების გაუმჯობესებას. არ შეიძლება კარდიო-ინტერსიურში მონიტორი გქონდეს გაფუჭებული. არ შეიძლება, რომ კარდიოლოგიურში კარდიოგრაფი იყოს გაფუჭებული. არ შეიძლება ნიღაბი არ ჰქონდეს ექთანს". - ამბობს ნინო კვაჭაძე.

ავტორები: რომა ტარუღიშვილი; თიკო გურაშვილი