loader

"უსაშინლესი ამბავი შევიტყვე, გამორჩეული ადამიანი დავკარგეთ" - ჟურნალისტი დიმიტრი ავალიანი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უსაშინლესი ამბავი შევიტყვე, გამორჩეული ადამიანი დავკარგეთ" - ჟურნალისტი დიმიტრი ავალიანი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი დიმიტრი ავალიანი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ჟურნალისტის მეგობრები წერენ.

"უსაშინლესი ამბავი შევიტყვე. კოლეგა, შესანიშნავი ჟურნალისტი და გამორჩეული ადამიანი, დიმა ავალიანი გარდაცვლილა.

19 წლის ვიყავი, ერთად მუშაობა რომ დავიწყეთ. ჩემზე დიდი, ბევრად მცოდნე და გამოცდილი იყო. თუმცა არ მახსენდება ერთი წამიც კი, როცა როგორც თანასწორს, ისე არ მექცეოდა.

ვუყვარდით, ვინც დამწყები ჟურნალისტები ვიყავით და ჩვენც ძალიან გვიყვარდა.

გარდა კარგი ადამიანისა, დავკარგეთ იმ იშვიათი ცოდნების ადამიანი, ვინც სიღრმისეულად იცნობდა პოსტ-საბჭოთა სივრცეს, სძულდა მისი ყველა მანკიერი მხარე და იყო ძველი, ნამდვილი მედასავლეთე.

მშვიდად განისვენე და ბოდიში, რომ არ მომიკითხიხარ ბოლოს. მეგონა, რომ უკეთ იყავი..." - წერს ჟურნალისტი სალომე უგულავა.