loader

"ავტობუსში კაცი ყვირის უკნიდან უტაქტოდ, მერე მგზავრებმა დაუწყეს კამათი, ჩემთვის დიდი სტიმული იყო" - რას ჰყვება ქალი, რომელიც 3 წელია მძღოლად მუშაობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავტობუსში კაცი ყვირის უკნიდან უტაქტოდ, მერე მგზავრებმა დაუწყეს კამათი, ჩემთვის დიდი სტიმული იყო" - რას ჰყვება ქალი, რომელიც 3 წელია მძღოლად მუშაობს

მისი სამუშაო დღე ჯერ კიდევ მაშინ იწყება, როცა ყველას სძინავს და გარეთ სიბნელეა. ხათუნამ ავტობუსის მძღოლების გადამზადების პროგრამა წარმატებით გაიარა, 3 წელზე მეტია ავტობუსის მძღოლად მუშაობს და დღის განმავლობაში ათასობით მგზავრი გადაჰყავს. თუმცა მანამდე კონდუქტორად მუშაობდა.

უკვე 3 წელია მისი სამუშაო დილა ასე იწყება, განრიგის აღება, ავტობუსის დაქოქვა, მოწესრიგება და საწვავის შევსება. ამის შემდეგ 317 ნომერი ავტობუსის ავტობაზას ტოვებს და პირველი მგზავრების გადასაყვანად ემზადება. ხათუნას უკვე ჰყავს ერთგული მგზავრები, ყველაზე მეტად კი ბავშვებთან ერთიერთობა ანიჭებს ბედნიერებას. ბავშვების სკოლაში წაყვანასა და მათ უსაფრთხოდ უკან დაბრუნებაზე ყოველდღე ზრუნავს.

317 ავტობუსის მძღოლისთვის მუხიანი ბოლო გაჩერებაა. დღის განმავლოაბში 16 საათი მუშაობს. ცდილობს, ყველა გაჩერებაზე დროულად მივიდეს და გრაფიკი არ დაარღვიოს.

ცდილობს კონცენტრირება მოახდინოს , რათა მგზავრები უსაფრთხოდ მიიყვანოს დანიშნულების ადგილამდე. სირთულეებთან და დიდ გაბარიტებთან გამკლავება არ უჭირს.

მიუხედავად იმისა, რომ მისი სამუშაო საკმაოდ რთული და დამღლელია ყოველ დილით პოზიტიურ განწყობაზეა, მგზავრებს ღიმილით ეგებება და ბედნიერ დღეს უსურვებს.