სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაური წლების შემდეგ დუმილს არღვევს - “3 წელია უკვე აქ ვზივარ და ბევრი დრო მქონდა, იმ ყველაფერზე მეფიქრა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა“
სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მწყემსი მალხაზ კობაური „ინტერპრესნიუსს“ საპატიმროდან წერილს უგზავნის:
„3 წელია უკვე აქ ვზივარ და ძალიან ბევრი დრო მქონდა, იმ ყველაფერზე მეფიქრა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ძალიან რთულია ამ ყველაფერს გაუძლო, მაგრამ მხოლოდ ის მაძლიერებს, რომ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ახლობლები, ყველანი დღემდე ჩემ გვერდით არიან და ჩემს უდანაშაულობაში ერთი წუთითაც არ შეუტანიათ ეჭვი. მამა ჩემთან პაემნებზე არ მოდის, არ ვიცი, რატომ. ალბათ, მისთვის კიდევ უფრო რთულია მისი შვილის ასეთ დღეში ხილვა, თუმცა ტელეფონით მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია. დედა და ჩემი ძმა კი გამუდმებით მოდიან ჩემთან და მათი მხარდაჭერა ძალიან მაძლიერებს.
მე არ ვარ დამნაშავე და სიცოცხლის ბოლომდე ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს ამ პოზიციას. ჩემი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ პოლიციის თანამშრომლებს თავიდანვე არ ვაცნობე იმის შესახებ, რომ ჩემთვის რაიან სმიტის მკვლელობის შესახებ ცნობილი იყო. მე უბრალოდ შემეშინდა, რომ ყველაფერს მე დამაბრალებდნენ და მთელი სისტემა ჩემზე შეიწმენდდა ხელებს. საბოლოოდ კი ასეც მოხდა... ვრცლად იხილეთ interpressnews.ge