"თანდათან სრულიად არაშრომისუნარიანი გავხდი... ძალიან ხშირად ყველა დაგეგმილ საქმეს და შეხვედრას ვაგდებ, ხანდახან გადაცემაც ვეღარ მიმყავს" - ინგა გრიგოლია ჯანმრთელობის პრობლემაზე წერს
"ვინც შაკიკს მომირჩენს, ძეგლს დავუდგამ. თანდათან სრულიად არაშრომისუნარიანი გავხდი" - ამის შესახებ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შაკიკის გამო ძალიან ხშირად ყველა დაგეგმილ საქმეს და შეხვედრას აგდებს და ხანდახან გადაცემაც ვეღარ მიჰყავს.
"ვინც შაკიკს მომირჩენს, ძეგლს დავუდგამ. თანდათან სრულიად არაშრომისუნარიანი გავხდი. უკვე ძალიან ხშირად ყველა დაგეგმილ საქმეს და შეხვედრას ვაგდებ, ხანდახან გადაცემაც ვეღარ მიმყავს.
მართლა - თუ ვინმემ იცით ექიმი, ვინც ოდნავ მაინც უმსუბუქებს პაციენტს ამ დაავადებას და მეტყვით, მადლობელი ვიქნები... მე ვერ მივაგენი ასეთ ექიმს, წლებია ვეძებ და ვერსად მივაგენი..." - წერს ინგა გრიგოლია.