სამოქალაქო რეესტრის სააგენტო თანამემამულის სტატუსის მინიჭების პროცედურებს გაეცნო
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიამ და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის სტატუსის მინიჭებისა და შესაბამისი მოწმობის გაცემის პროცედურები გააცნეს.
როგორც პაპუნა დავითაიამ და გიორგი გაბრიელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადეს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე თანამემამულის სტატუსის გაცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
"ამ სტატუსთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი შეღავათი არსებობს. ჩვენ ამ ადამიანებს ვეუბნებით, რომ საქართველო მათ განიხილავს მნიშვნელოვან ადამიანებად და ანიჭებს ამ სტატუსს", - განაცხადა პაპუნა დავითაიამ.
2012 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა კანონი "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ", რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო.

კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი ორგანოების დასკვნების საფუძველზე, თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას.