loader

ერდოღანის უცნაური ქცევა G20 სამიტზე, ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს, განხილვის საგნად იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერდოღანის უცნაური ქცევა G20 სამიტზე, ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს, განხილვის საგნად იქცა

დასავლური მედია აქტიურად განიხილავს თურქეთის პრეზიდენტის - რეჯეფ თაიპ ერდოღანის და ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრის კადრებს G20 სამიტზე.

ერდოღანი ჯო ბაიდენს თვალებში არ უყურებს და ცდილობს, სახე მისკენ არ მიატრიალოს. თავდაპირველად ჩანს, რომ ბაიდენი უშუალოდ მას ესაუბრება, თუმცა თურქეთის პრეზიდენტი პასუხს ისე სცემს, რომ მისკენ არ იხედება.

სიტუაცია იმან განმუხტა, რომ ოთახში პერსონალი და ფოტოგრაფები შემოვიდნენ და პირველ პირებს ობიექტივებთან პოზირება მოუწიათ.

სპეციალისტების დასკვნით, ერდოღანი გულგრილობას გამოხატავს და პოლიტიკური თვალსაზრისით, უამრავ მინიშნებას იძლევა.