"ჩემი მამამთილი ცუდად გახდა, სანამ სასწრაფო მოვიდა, კაცი მოკვდა" - დასახლება საბურთალოს რაიონში, სადაც მოსახლეობა წლებია საავტომობილო გზის გაკეთებას ითხოვს
ძველ ვეძისში დაახლოებით 60 ოჯახს საერთო პრობლემა აერთიანებს - ნაწილობრივ ხრეშიანი გზა და არარსებული სატრანსპორტო სისტემა.
გზის არარსებობის გამო ბავშვებს ხშირად უწევთ სკოლის გაცდენა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა სასწავლო დაწესებულებაში სატარებლად ტრანსპორტი დანიშნულია - უამინდობის გამო სასწავლო პროცესის გაცდენა ხშირად უწევთ. მეტიც, თითქმის მთელი ზამთარი ბავშვები სასწავლო პროგრამას ჩამორჩებიან.
ადგილობრივებს ყველაზე მეტად წვიმა და უამინდობა აშინებთ. ამ დროს გზაზე გადაადგილება ტალახის გამო ორმაგად რთულდება. იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც ადამიანის საშველად წამოსული სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გზის გამო დანიშნულების ადგილზე დროულად ვერ მივიდა.
ჟურნალისტი: თიკო გურაშვილი
მემონტაჟე: სანდრო შუღლაძე
ოპერატორი:თორნიკე ჯლანტიაშვილი