ვინ არის და რატომ მოხვდა dailymail-ის ყურადღების ცენტრში დავით კეზერაშვილის ცოლი?
დავით კეზერაშვილის ცოლს, სოფია ჩიქოვანს, საზოგადოების დიდი ნაწილი ნაკლებად იცნობს. წყვილი წლებია დაქორწინებულია და სამ შვილს ზრდის. სოფიო ჩიქოვანი 2000-03 წლებში "AES თელასის“ გამრიცხველიანების პროექტის ოფისმენეჯერად მუშაობდა, 2003-04 წლებში კი - შპს "კონექტეკის“ ფინანსური დირექტორის ასისტენტად. 2004 წლიდან მუშაობდა შპს "ინტერმშენ კომპანის“ მარკეტინგის მენეჯერად.
კეზერაშვილის ცოლის სახელი და გვარი მედიაში წლების წინ სკანდალურად გახმაურდა. 2009 წლის 26 აპრილს თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა... ეს დღე საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა "რუსთავი 2“-სთვის. შენობის ერთი ფლიგელი, რომელშიც სატელევიზიო პროექტი "ვარსკვლავების აკადემია“ მიმდინარეობდა, მიწასთან გასწორდა. ნგრევას ტელევიზიის ორი თანამშრომლის, ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას სიცოცხლე შეეწირა. მაშინ შემთხვევის ადგილზე ბოდრუმიდან ახალდაბრუნებული, იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მივიდა და შესაბამის უწყებებს 10-დღიანი ვადა მისცა იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა.
რას საქმიანობს ახლა სოფია ჩიქოვანი? - ის ძვირად ღირებული კოსმეტიკის ბრენდის, Code8-ის დამფუძნებელია. კომპანიის სათავო მაღაზია ლონდონშია, ბრენდი კი სოფია ჩიქოვანმა თანადამფუძნებელ ნადინ აიაჩესთან ერთად შექმნა.
რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ აშშ-ში წვეულებაც გამართა. ლაქშერული ბრენდის საღამო, სტუმრებიდან გამომდინარე, dailymail-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა. სტატიაში ნახავთ სოფია ჩიქოვანის ფოტოებს, რომლებიც საღამოზე ცნობილ მოდელსა და მსახიობ ემილი რატაკოვსკისთან ერთად გადაიღო...
ვრცლად წაიკითხეთ Ambebi.ge-ზე>>>